თეგებით ძიება

არჩილ თალაკვაძე: მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს

"მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი თალაკვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა.

„ნატო-ს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება ავღანეთის მისია. ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ ამ მისიის ფარგლებში, ნატოსთან შეთანხმებული განრიგით ასევე დატოვებენ ავღანეთს და სამშობლოში დაბრუნდებიან.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს, რომლებმაც დასავლელი პარტნიორების მხარდამხარ ღირსეულად იმსახურეს მსოფლიოს ამ ყველაზე ცხელ წერტილში.

განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობის დასაცავად“, - წერს თალაკვაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა