კახა კალაძე: თავს კარგად ვგრძნობ (ვიდეო)
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს და ორშაბათიდან საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც კალაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ლაივ ჩართვისას განაცხადა, მან დამატებითი გამოკვლევები ჩაიტარა.
„დამატებით კვლევები ჩავიტარე ყველა მიმართულებით და ბედნიერი ვარ რომ, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გაავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დედაქალაქს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.