"დუმილს დავარღვევ..." - რას აანონსებს ირინა სარიშვილი
ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვლი ოპოზიციური პარტიების საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობრებო! ძალიან ბევრი მეკითხება რატომ ვარ ჩუმად და არ ვეხები დღეისათვის ყველაზე აქტუალურ თემას – პარლამენტში შესვლა–არშესვლის მიმართ დამოკიდებულებას. მძიმე თემაა ძალიან. სრულიად წარმოუდგენელია ყველას ცალ–ცალკე გაგცეთ პასუხი.
დღეს, გვიან, როცა ბავშვებს დავაძინებ, დავარღვევ სამდღიან დუმილს ამ თემაზე და დავდებ სტატუსს და იმის საშუალებაც მექნება, კომენტარებში კამათში აქტიური მონაწილეობა მივიღო, ვისაც ეს აინტერესებს, რა თქმა უნდა.
მოკლედ, დემელოდეთ", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.