თეგებით ძიება

"როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ამის გაკეთება ინკვიზიცისს გამოიწვევს..." - რას წერს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სასულიერო პირების გამოხატვის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ქრისტე არ უკრძალავს ადამიანებს სიხარულის და ბედნიერების შეგრძნებას.

"მამა ნიკოლოზი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ალბათ ოც წელზე მეტია ერთად მოვდივათ. მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მისი შვილის ნათლია ვარ. თბილისელი ბიჭი ადგა და სოფელში წავიდა სამოღვაწეოდ, რომ ადამიანებს დადგომოდა მხარში. მრავალშვილიანი მამა კაცმა არ იცის, როგორ უძლებს ყოფით პრობლემებს.

ვინმე დაინტერესდა და კითხა, მამა ნიკოლოზ, რამე ხომ არ გიჭირს, შვილებს როგორ პატრონობო...
მისი ღიმილის და გარეგნული მხიარულების მიღმა, იქნებ დიდი სევდა და ტკივილია...
მე მომეწონა, მამა ნიკოლოზ... გამიხარდა, ამ სიტუაციაში რომ გნახე... ქრისტე არ უკრძალავს ადამიანებს სიხარულის და ბედნიერების შეგრძნებას...
პირიქით, უფალი ადამიანების სიყვარულისთვის ეწამა...

ეს ჩვენ, გაბოროტებულმა ადამიანებმა დავკარგეთ ერთმანეთის პატივისცემა...

მკაცრი მღვდელი არ მოგწონთ, აგრესიული არ მოგწონთ (არც არის მოსაწონი) ღია და თავისუფალი არ მოგწონთ.... მართლა რა მოგწონთ, ჩამოყალიბდით?! მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი არავის უაზრო გამოხტომას... იმედია, მამა ნიკოლოზიც ასე მოიქცევა...

მეტსაც ვიტყვი, დიდი სურვილი მქონდა, პანდემიის დასასრულისთვის მღვდლების მონაწილეობით რამე პერფორმანსი დამედგა და ბოლოს ანაფორიან ადამიანებს პირბადე ცისკენ აესროლათ... როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ამის გაკეთება ინკვიზიცისს გამოიწვევს... თუმცა იდეა მაინც ვთქვი...
მამა ნიკოლოზ, მადლობა ადამიანობისთვის!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

[flash=425,264]

მამა ნიკოლოზი ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ალბათ ოც წელზე მეტია ერთად მოვდივათ. მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. მისი შვილის...Posted by Petre Kolxi on შაბათი, 15 მაისი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა