სერგო ჩიხლაძე: „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა კომისიამ მათივე გადაცდომები უნდა გამოიძიოს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ მისი პარტია არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან „ქართული ოცნების“ მიერ ამ კომისიის შექმნა არის ფარსი.
„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გამოიძიოს „ქართული ოცნების“ გადაცდომები და დარღვევები. თვითონ ეს ფაქტი არის ფარსი, რომელშიც მონაწილეობას ჩვენ არ ვაპირებთ. თუ კომისია ოპოზიციის მიერ იქნება დაკომპლექტებული და მას ოპოზიციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ასეთი კომისიის მუშაობაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.