თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

ვისაც ჩვენი კბენა სურს, ყველას კბილებს ჩავულეწავთ - პუტინის მუქარა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "კბილების ჩალეწვით" ემუქრება ყველას, ვინც რუსეთს ტერიტორიის ხელყოფას გაბედავს.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც კი ქვეყანა ძლიერდება, მის ოპონენტებს დაუყოვნებლივ აქვთ მიზეზები, რომ მისი განვითარების შეზღუდვას შეეცადონ. მისი განმარტებით, რუსეთის შეკავების მცდელობები გაგრძელდება, რადგან მის მოწინააღმდეგეებს ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ სჭირდებათ.

პუტინის თქმით, რომ რუსეთის არმიას, აქვს ყველაზე თანამედროვე ბირთვული შემაკავებელი ძალები.

"ვისაც სურს სადმე გვიკბინოს ან რამე მოგვაკბიჩოს, ყველას კბილებს ჩავულეწავთ, ისე, რომ კბენას ვეღარ შეძლებენ...

ზოგადად, ჩვენ გვაქვს ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი, კონტინენტთაშორისი ბლოკი „ავანგარდი“, ზებგერითი სიჩქარით. სხვას არავის აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ზებგერითი იარაღი“, – განაცხადა პუტინმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა