თეგებით ძიება

„წელს ჯარიმების მოცულობა 10%-ით გაიზრდება“ - თბილისში საპარკინგე ადგილები 5263-ით შემცირდა

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი თბილისში შემცირებული საპარკინგე ადგილებისა და გაზრდილი ჯარიმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2018 წელს დედაქალაქში 32 257 საპარკინგე ადგილი იყო, 2023 წლის მონაცემებით კი მაჩვენებელი 26 994-მდე შემცირდა.

„მერიამ აქცენტი ზონალურ - საათობრივ და სტანდარტულ პარკირებაზე გადავიდა - „სითი პარკის” გასვლის შემდეგ, 2018 წწ - 2023 წწ თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა შემცირდა 5263 ერთეულით - 16% ით, ხოლო 2018 – 2023 წწ პარკირების ჯარიმების რაოდენობა 7.3 ჯერ გაიზარდა;

მხოლოდ ერთ წელიწადში - 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 260% ით გაიზარდა პარკირების ჯარიმები. პარკირების ჯარიმები 2018 წელს - 2.6 მლნ ლარი, 2023 წელს - 19 მლნ ლარით, 2024 წელს დამატებით 10%-ით გაიზრდება ჯარიმების მოცულობა“, - აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა