თეგებით ძიება
21. 05. 2021 მსოფლიო

იერუსალიმში კვლავ შეტაკება მოხდა

იერუსალიმის ალ-აქსის მეჩეთთან პალესტინელებსა და ისრაელელ პოლიციელებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

შეტაკება კვლავ პარასკევის ლოცვის შემდეგ მოხდა. პოლიციელებმა არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეტაკება ისრაელსა და პალესტინელებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან სულ რამდენიმე საათში მოხდა. ზავი 21 მაისის 02.00 საათიდან ამოქმედდება. აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა