თეგებით ძიება
21. 05. 2021 მსოფლიო

ანტარქტიდას მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გამოეყო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აისბერგი, სახელწოდებით A-76 ვედელის ზღვაშია. მისი სიგრძე 170, სიგანე კი 25 კილომეტრია. ფართობით (4 250 კვადრატული კილომეტრი) A-76 კუნძულ მალიორკაზე (3 640 კვადრატული კილომეტრი) ოდნავ დიდია.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ასეთი აისებრგის დნობა ზღვის დონეს არ გაზრდის, რადგან ის მოტივტივე ყინულის შელფს გამოეყო, ისევე როგორც ჭიქაში ყინულის კუბის დნობა სასმელის დონეს არ ზრდის.

სწორად ამით განსხვავდება ასეთი აისბერგები იმ ობიექტებისგან, რომლებიც ნაპირზე მყოფ მყინვარებს ეყოფა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა