თეგებით ძიება
24. 05. 2021 მსოფლიო

33 წლის ქალმა სხეული შვილის საყვარელი კომიქსების პერსონაჟების გამოსახულებით მოიხატა

33 წლის გერმანელი ჯულიან ფორსტერი პროფესიით ტატუ-მხატვარია და ასევე ამაყი დედა, როგორც თვითონ ამბობს. ქალმა 57 000 ევრო დახარჯა იმისთვის, რომ თავისი პატარა ვაჟის საყვარელი პერსონაჟები დაეხატა სხეულზე Marvel და DC- ს კომიქსებიდან.





ტატუების დატანა სხეულზე მაშინ დაიწყო, როცა მისი შვილი, კონსტანტინი 3 წლის იყო. დაიხატა ადამიანი ობობა, რათა შვილის სახეზე ღიმილი დაენახა. დღეს კონსტანტინი 15 წლისაა, ჯულიანს კი უკვე თითქმის მთელი სხეული აქვს დაფარული კომიქსების პერსონაჟების გამოსახულებებით და სოციალურ ქსელებში თავსაც იწონებს თავისი თამამი ფოტოსესიებით.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა