თეგებით ძიება

"ეს არის სირცხვილი და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე სირცხვილი“ - რამ გააბრაზა მამა პეტრე?

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, „ნამახვან ჰესისი“ საწინააღმდეგო აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. სასულიერო პირი „ჯორჯიან თაიმსის“ გენერალური დირექტორის, პაპუნა გულაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მსგავსი ძალადობა დაუშვებელია.

„ამ საქციელს რა ჰქვია, ეს არის ხომ ერის დაცვა და ბრძოლა სამშობლოს გადარჩენისთვის... ეს არის ვანდალიზმი, არაადამიანობა, უტიფრობა... უდანაშაულო ადამიანს დროშის ტარს ურტყამ და ერის ღირსებაზე გაქვს პრეტენზია...

ქვის ხანაში ვცხოვრობთ, არაფერი გაგვაჩნია ნამდვილი და ღირებული...
ვის რაში სჭირდება ცარიელი პათეტიკა თუ ადამიანი არ დაინდე...
ეს არის დღევანდელი მიტინგის ნამდვილი სახე...
დასანანია, მართალი ადამიანების პროტესტს მოძალადეებიც რომ ამოეფარნენ და უდანაშაულოებს უსწორდებიან...
სირცხვილი და კიდევ უფრო მეტი, ვიდრე სირცხვილი!..“ - წერს მამა პეტრე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა