თეგებით ძიება

"გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, "რიონის ხეობის მცველ" ვარლამ გოლეთიანს ქუთაისის მერობისთვის ბრძოლას ურჩევს.

"გოლეთიანს არ უნდა პოლიტიკა, მაგრამ მას სწორად პოლიტიკა უპირისპირდება, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური.
თუ გაქვს კითხვები პოლიტიკოსებთან, ისინი კი პასუხის ნაცვლად ზემოდან გიყურებენ, გაქილიკებენ, გლანძღავენ, ცილს გწამებენ, უნდა შეცვალო ხელისუფლება.

ეს არის ყველაზე ეფექტური კანონიერი გზა.

ვარლამ გოლეთიანს ვურჩევდი, კენჭი იყაროს ქუთაისის მერის პოსტზე და დაამტკიცოს რომ ხალხის, როგორც ძალაუფლების წყაროს თვალში არ იკრავს ტალახის ნიაღვარს", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა