თეგებით ძიება

"ცოცხი ვერავის გადაუღუნო"- ნახეთ, ვინ ემუქრება ელისო კილაძეს

ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედატორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს რომ მას საზოგადოებრივი მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე საჯაროდ ემუქრება.

კილაძის თქმით, ბიზნესმენი მას დაჰპირდა რომ ის ყველაფერს გააკეთებს რომ ის არცერთ არხზე აღარ მიიწვიონ:

"ლევან ვასაძე დამმუქრებია - ისე გავუხდი კილაძეს საქმეს, არც ერთმა ტელევიზიამ არ მიიწვიოსო. ალტ ინფოს გაფიცებ, დუგინის რაინდო - ცოცხი ვერავის გადაუღუნო. დამოუკიდებლობის დღეს მოსკოვში დუგინს რომ შეხვდები, პატრიოტი ხარ ნამდვილი აბა რაა, ემიგრანტებს ფულის ჩარიცხვა არ დაგიგვიანდეთ, უჭირს კაცს. ლევან ვასაძე მოსკოვში გამოიძახეს - აქცია არეულობა ჩაფლავდა და დუგინი მორიგ დირექტივებს გადასცემს. (26 მაისს ოკუპანტის მთავარ იდეოლოგთან ვახშმობს) ვასაძეს კულისებში გაიყვანენ და სცენაზე ახალ პერსონას შემოიყვანენ - დეტალებს მოგიყვებით ზეგ. ჩემი გვერდიდან"- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა პოლიტიკური მოძრაობის "ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებლის ლევან ვასაძის გაღიზიანება სწორედ ჟურნალისტის მიერ, დამოუკიდებლობის დღეს, მოსკოვში მის კრემლის მთავარ იდეოლოგთან ალექსანდრე დუგინთან შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს. გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი აღნიშნულ პოსტს თან ასევე ვასაძისა და დუგინის ერთობლივ ფოტოსაც ურთავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა