თეგებით ძიება

როგორია სექსუალური აქტივობის ზეგავლენა სპორტსმენის ფიზიკური შესრულების უნარზე? - ექიმის განმარტება

ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქელში განმარტავს, როგორია სექსუალური აქტივობის ზეგავლენა სპორტსმენის ფიზიკური შესრულების უნარზე:

"სექსუალური აქტივობის ზეგავლენა სპორტსმენის ფიზიკური შესრულების უნარზე ხშირად აქტუალური განხილვის საგანია.
სექსი და/ან მასტურბაცია არ იწვევს ძლიერ ენერგიის დაკარგვას.

მეტიც, ის ეხმარება სპორტსმენს მისი ფსიქო-ემოციური განწყობის გაუმჯობესებაში.

დადგენილია, რომ ერთი აქტის შედეგად დაკარგული საერთო ენერგია ექვივალენტურია (უტოლდება) 100 მ.-იანი სპრინტისა.
უფრო მეტი ენერგია შეიძლება დაიხარჯოს პარტნიორის ძებნაში ვიდრე უშუალოდ აქტის დროს (Indeed, more energy may be expended in looking for a partner than during coitus).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, როდესაც სქესობრივი აქტი ზეგავლენას ახდენს და არღვევს ძილს და ძილის ფაზებს.
ამ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება ათლეტის performance-ზე", - წერს თელია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა