თეგებით ძიება

"ეს ეხება ყველას..." - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

პროფესორი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოვიდგადატანილი ადამიანების შესახებ წერს.

"ყოველ მესამე ადამიანს, ვინც კოვიდი გადაიტანა, აქვს სხვადასხვა სიმპტომები, რომლებიც პირდაპირ ამცირებს ცხოვრების ხარისხს (ჯანმრთელობასთან დაკავშირებულს).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობს 10 პროცენტზე, მაგრამ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეს მაჩვენებელი თითქმის 34 პროცენტს აღწევს.

ეს ეხება ყველა ასაკს და ყველა გენდერს... ყველას...", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა