თეგებით ძიება

"კოვიდის ახალი აფეთქებები" - რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში გამოყენებულ ჩინურ ვაქცინებზე გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ჩინურ ვაქცინებზე, მათ შორის იმათზე, რაც საქართველოშია გამოყენებული, სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს:

"ბევრს მეკითხებით ჩინურ ვაქცინებზე.
სამწუხაროდ, ჩემი მეცნიერული მოსაზრება/ვარაუდი დასტურდება ჩინურ ვაქცინებთან მიმართებაში. დღეს არსებული 7 ჩინური ვაქცინიდან საქართველოში 2 აქტიურ მოხმარებაშია.

მაგალითები სხვადასხვა კონტინენტებიდან პირდაპირ ადასტურებენ ჩემს მოსაზრებას. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე ვაქცინირებულ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩილე, ბაჰრეინი, სიშელის კუნძულები და გაერთიანებული ემირატები, ყველგან არის ახალი კოვიდის “აფეთქებები”. ყველა ამ ქვეყანაში ძირითადად ვაქცინირებულები არიან საქართველოში გამოყენებული ჩინური ვაქცინებით.

ჩინური ვაქცინების შესახებ, სამწუხაროდ, არ გვაქვს სათანადო, დამოუკიდებელი, და გამჭვირვალე ინფორმაცია/კვლევები.
არსებული (მცირე) ინფორმაცია კი უფრო ბევრ კითხვებს აჩენს.
თუ გაინტერესებთ დეტალები, წყაროები ქვემოთაა მითითებული.

დასკვნა:
საქართველოსთვის მინდა ფაიზერი!", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა