თეგებით ძიება

"ხალიმატს, როგორც ლესბოსელ ქალს, სიკვდილი ელის" - ჩეჩენი მილიონერის ქალიშვილი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან გაიტაცეს

ჟურნალისტი ნათია ჭკუასელი სოციალურ ქსელში ჩეჩენ ლესბოსელ ქალზე, ხალიმატ ტარამოვაზე წერს, რომელიც პოლიციელებმა დაღესტანში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან გაიტაცეს.

"გუშინ, მახაჩყალაში, ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფრიდან, დაღესტნელმა და ჩეჩენმა პოლიციელებმა ძალით გაიტაცეს ჩეჩენი ქალი, ხალიმატ ტარამოვა.

ხალიმატი ჩეჩენი მილიონერის, კადიროვის გარემოცვის წევრის ქალიშვილია.
როგორც ლესბოსელ ქალს, რომელიც ძალით გაათხოვეს და რომელიც ქმრის და სხვა ნათესავების მხრიდან წამებას მახაჩყალში გაექცა, ხალიმატს ელის სიკვდილი.

შარშან მსგავსი “ღირსების” სახელით ჩრდ. კავკასიაში 29 ქალი და 3 კაცი მოკლეს", - წერს ფეისბუქზე ნათია ჭკუასელი.


[flash=425,264][/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა