თეგებით ძიება

როგორ მოატყუეს გამოცდაზე ჩაძინებული ლექტორი სტუდენტმა? - ირაკლი ლატარია სახალისო ისტორიაზე წერს

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია გამოცდაზე თავსგადახდენილ საინტერესო და სახალისო შემთხვევას სოციალურ ქსელში იხსენებს:

"პირველ კურსზე ვარ, სემეტრს ვხურავთ და გამოცდებია. შევდივარ გამოცდაზე, ავიღე ბილეთი და დავიწყე მოყოლა.. ამ დროს ვხედავ, რომ ჩემს ლექტორს სძინავს (ასაკში იყო). ერთხელ დავუძახე, ორჯერ და ყურადღება (ნოლი). მივხვდი, რომ გამღვიძებელი არ იყო, წამოხვტი, გავედი აუდიტორიიდან და ჩემს ჯგუფელებს ვკითხე, ბოლო ვინ არისთქო? ვინც იყო ბოლო ვუთხარი შედითქო, დაჯექი და ვითომ ჩვენ ყველა უკვე გამოგვკითხა, არ ემახსოვრებათქო..

მართლაც შევუშვი, შეაღვიძა და უთხრა, რომ მოყვა სამივე საკითხი და ახლა რა ექნა? ლექტორმა, კაი გადიო და შემდეგი შემოვიდესო. ვინ შემდეგიო? ყველა ვიყავითო... (ხომ არ გვეტყოდა, რომ არ გვახსოვსო და ნუ კაიო).. ყველას გვყავდა იმ წელს ხუთიანი..

გადის წლები, ბაკალავრის სადიპლომო დაცვა მაქვს. კომისის თავმჯდომარეა მიშა ჯიბუტი (იმედია ახსოვს). ჩემი ჯერი რომ მოვიდა, უცბად ტექსტი მესმის: უი, ლატარიას დროც მოსულა. ბატონო თავმჯდომარე, შეიძლება ერთი ისტორია მოვყვე? და დაიწყო ... მოკლედ, რამდენიმე წლის წინ ვიბარებდი გამოცდას, შემოვიდა ერთი ბიჭი, დაიწყო მოყოლა, მე თვალებზე მქონდა პრობლემები, წამალს ვისხავდი და 10-15 წუთი გახელა არ შეიძლებოდა. როგორც კი დავხუჭე თვალები, სტუდენტმა დამიძახა, არ გავეცი ხმა, ამ დროს წამოხტა და სხვა შემოუშვა. იმ ბიჭის შემდეგ, 6 სტუდენტი იყო კიდევ, მაგრამ ისე ქნეს თითქოს ყველა იყო ნამყოფი. მეც, უბრალოდ გავიღიმე და ყველას დავუწერე ხუთიაინი.
ისე გავიდა 4 წელი, მე ის ბიჭი არსად შემხვედრია იმის შემდეგ და იმედია, ოდესმე სადმე შემხვდება და ეს ისტორია იმიტომ მოვყევი ახლა, რომ ის ბიჭიც მეგრელი იყო და ამ ბიჭზე გამახსენდა, რადგან მეც ხომ მეგრელი ვარ?
ის ლექტორი იყო გოგი თოდუა.
აი ასე დავრჩი გაღიმებული და შერცხვენილიც!!!
მიყვარს, ჩემი ახალგაზრდობის გახსენება, სასწაული ხალხი გვასწავლიდა.!!!", - წერს ლატარია ფეისბუქზე.
[flash=425,264][/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა