თეგებით ძიება

გინდათ 10 000 დოლარი? - კომპანია, რომელიც ჩიფსებს აწარმოებს, ყველის დამგემოვნებელს ეძებს

ამერიკული კომპანია Whisps, რომელიც ყველის ჩიფსებს აწარმოებს, ახალ თანამშრომელს ეძებს. კომპანიას ყველის კონტენტის ოფიცრის ვაკანსიაზე კადრის დაქირავება სურს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული პროდუქტის დაგემოვნებაში 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.

Whisps განმარტავს, რომ ახალ თანამშრომელს კომპანიის ნაწარმის დაგემოვნების შემდეგ სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე კონტენტის შექმნა მოუწევს, რომელიც კომპანიის პროდუქციას საუკეთესოდ წარმოაჩენს.

გავრცელებული ინფორმაციით, Whisps-ში დასაქმების მსურველები კომპანიისთვის განაცხადების გაგზავნას 17 ივლისამდე შეძლებენ. ხალი თანამშრომლის ვინაობა კი 27 ივლისს გახდება ცნობილი.

report.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა