თეგებით ძიება
13. 06. 2021 მსოფლიო

11 წლის წინ დაკარგული ქალი მეზობლის სახლში იპოვეს - შემთხვევა ინდოეთში

18 წლის გოგო, რომელიც 11 წლის წინ დაიკარგა, მეზობლის სახლში იპოვეს. "იმედინიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთში, კერალას შტატში ქალაქ პალგხატთან მდებარე სოფელში მოხდა.

2010 წლის თებერვალში 18 წლის გოგო სადჯიტა სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა. გოგომ არ წაიღო მობილური, ამიტომ ნათესავებმა მასთან დაკავშირება ვერ შეძლეს. ის ვერც პოლიციამ იპოვა. ოჯახმა შვილის პოვნის ბოლო იმედიც კი დაკარგა.

ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მათი მეზობელი კაცი ალინჩუვატილ რაჰმანი გაქრა. 8 ივნისს გაუჩინარებული კაცი ძმამ ქალთან ერთად შენიშნა, რომელიც 11 წლის წინ დაკარგული სადჯიტა აღმოჩნდა.

გაირკვა, რომ 2010 წელს სადჯიტა რაჰმანის ოჯახში გადავიდა და 11 წელი მათ სახლში ახალგაზრდა კაცის ნათესავებისგან ფარულად ცხოვრობდა. ის დახურულ ოთახში იყო, სადაც კაცი არავის უშვებდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა