თეგებით ძიება

"მეუფე" იაკობის დანიშვნა არის ბავშვების სულში ჩაფურთხება... არ გაპატიებთ ღმერთის სახელს ამოფარებულო ფარისეველო ავაზაკებო!" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მეუფე სპირიდონის მეუფე იაკობით ჩანაცვლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"წინა პოსტი დამიბლოკეს. ეგ არაფერი. ხვალ ეკა კვესიტაძესთან ვიქნები მთავარზე საღამოს 10 საათიდან და მიდით აბა, იქ დამბლოკეთ!

"მეუფე" სპირიდონის მადლობებით, თან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაშვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან და მის ადგილზე პანსიონის დირექტორად "მეუფე" იაკობის დანიშვნა არის არა უბრალოდ საზოგადოების, არამედ ამ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ფაქიზი ნაწილის – ბავშვების სულში ჩაფურთხება და ამას არც ღმერთი, არც ჩვენ და არც მომავალი არ გაპატიებთ ღმერთის სახელს ამოფარებულო ფარისეველო ავაზაკებო!
დანარჩენი ხვალ, მთავარზე...", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა