თეგებით ძიება

"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" - მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

"ბოლო მე­სი­ჯი, რაც მომ­წე­რა იყო - არა, რას ამ­ბობ, რომ შე­ვუ­რიგ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მომ­კლავს...“ - ამ­ბობს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი მაია ასა­თი­ა­ნი ვრცელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­შიც, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

"ახლა ვნა­ხე ჩვე­ნი ბოლო მი­მო­წე­რა, მწერს, რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი სთხოვს შე­რი­გე­ბას, სი­ტყვა სი­ტყვით ასე­თი მე­სი­ჯია: "არა, რას ამ­ბობ, რომ შე­ვუ­რიგ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მომ­კლავს...“ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ვინც ახლა ტი­რა­ჟი­რებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი კა­ნო­ნი არა­ფერ შუ­ა­შია და ეს არის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა, ხართ მომ­დევ­ნო და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე. კესო იყო მძი­მე, სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვა და მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი. ხან­გრძლი­ვად მკურ­ნა­ლობ­და. ის­მის კი­თხვა - რა­ტომ არ მი­მარ­თა მან პო­ლი­ცი­ას? ტრანსგენ­დე­რი ქალი რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­დის, ბო­ლომ­დე არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი მშვი­დო­ბით მივა თუ არა სახ­ლში. კესო არა­სო­დეს იმ­ჩნევ­და მა­მა­კა­ცე­ბის უხამს გა­მო­ნათ­ქვა­მებს, შე­ძა­ხი­ლებს, არც წყევ­ლა-კრულ­ვას ქა­ლე­ბის მხრი­დან.

კესო გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ამ ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებ­და. მას ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც ყვე­ლას გვახ­სოვს - ლაღი, თა­მა­მი, ძლი­ე­რი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი. როცა ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ვერ მი­მარ­თავს პო­ლი­ცი­ას, იმი­ტომ რომ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცია უფრო მეტი მო­ძა­ლა­დეა თუ არა, არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მას და­ი­ცა­ვენ...

პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ უხამ­სად ხომ არ იხუმ­რე­ბენ მას­ზე, ისევ ხომ არ დას­ცი­ნე­ბენ, ისევ ხომ არ მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ის მა­მა­კა­ცად და­ი­ბა­და ოდეს­ღაც. კესო ამა­ზე არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და. ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა ჰქონ­და, როცა ის ბარ­სე­ლო­ნა­ში მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის ერთ-ერთ დღეს უნდა სცმო­და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი. ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა ქარ­თულ­მა ბრენდმა მას ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი არ ათხო­ვა, იმი­ტომ რომ ჩათ­ვა­ლა, ეს ქარ­თუ­ლი სა­მო­სის შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო. შემ­დეგ ლელა წურ­წუ­მი­ამ გა­ა­ტა­ნა თა­ვი­სი კაბა.

იქ რო­დე­საც ჰკი­თხეს, ერთ-ერ­თმა ეს­პა­ნურ­მა არ­ხმა იყო თუ არა მის ქვე­ყა­ნა­ში ჰო­მო­ფო­ბია, უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თე-მეთ­ქი, - მი­თხრა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე ცუდს ვე­რა­ფერს ვი­ტყვიო. ჩვენ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა­ნა­ი­რი ფორ­მე­ბით გაგ­რძელ­და. მე ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს. არ ვუშ­ვებ ხოლ­მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ახ­ლოს ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ იყო ერთი ფაქ­ტი, რო­მელ­მაც ჩვენ დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ნუ­ცას დაკ­რძალ­ვა­ზე მო­ვი­და კესო, გვერ­დზე მო­მიჯ­და და მი­თხრა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვარ დაკ­რძალ­ვა­ზეო. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იცხოვ­რო, რომ დაკ­რძალ­ვა­ზე არ წახ­ვი­დე, მი­თხრა, ვერ დავ­დი­ვარ, მე­ში­ნია, რომ გა­მაგ­დე­ბე­ნო.

ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად, მას ყვე­ლაფ­რად უღირ­და ასეთ ლა­მაზ ქა­ლად ყოფ­ნა. სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის შე­მოკ­ლე­ბა­დაც კი. ორი დღის წინ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­კა­ნო­ნა, რომ კე­სოს­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ. ყო­ველ დღე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­დი­ან კარ­და­კარ, ხვდე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და ქვეყ­ნის რომ­ლის გე­ნო­ფონ­დიც გა­ხიზ­ნუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ და წლო­ბით იკარ­გე­ბი­ან, შავ მუ­შად მუ­შა­ო­ბენ შვი­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად, სა­დაც სი­ღა­რი­ბის ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ასე­თი ხში­რია პე­დო­ფი­ლი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, დღე არ გა­დის, რომ არ და­ი­ჭი­რონ მამა, რო­მე­ლიც შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და, ბა­ბუა, პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე გო­გო­ნა­ზე თუ ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არა­ფერს აკე­თებს და ისე წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ფერს, თურ­მე ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ყვა­ვი­ლი იყო ჩემ­თვის კესო, ეკ­ლებ­ში ამო­სუ­ლი ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე და­სა­ჯე­რე­ბე­ლია ახლა ჩემ­თვის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის არ იყოს, რომ ეს ყვა­ვი­ლი აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას. ჩემ­მა ერ­თმა მე­გო­ბარ­მა და­წე­რა, წა­ვი­და თა­ვის ცი­სარ­ტყე­ლას­თა­ნო და მჯე­რა, რომ ეს ნა­თე­ლი გოგო ცი­სარ­ტყე­ლას­თა­ნაა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სამ­ძი­მარს ვკი­თხუ­ლობ­დი და გულ­ში ვი­ფიქ­რე, რომ კე­სოს ეს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბო­და. კე­სოს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მას­ზე აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი, რო­მელ­მაც ღიად და­ი­წყო ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ის ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი..."


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა