თეგებით ძიება

"მე, გლოვოს კურიერს, ორჯერ მეტი ხელფასი მაქვს, ვიდრე ექიმს, მეხანძრეს, ჯარისკაცს, მასწავლებელს ... ამის მერე ასეთ წუმპეში რომ ვართ გიკვირთ?"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირაკლი მილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"ფაქტია, რომ მე, გლოვოს კურიერს, პიცის და შაურმის მიტანისთვის ორჯერ მეტი ხელფასი მაქვს, ვიდრე ექიმს, რომელსაც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე აბარია; მეხანძრეს სამჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომელიც თავისი სოცოცხლის ხარჯზე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს; ჯარისკაცს სამჯერ ცოტა ხელფასი აქვს, ადამიანს, რომელიც ომში წინა ხაზზე დგას; მასწავლებელს ოთხჯერ ნაკლები ხელფასი აქვს, რომელიც მომავალ თაობას ზრდის... ამის მერე ასეთ წუმპეში რომ ვართ გიკვირთ? არცერთ კურიერს არ ვაკნინებ, მაგრამ სადაც ეს ყველაფერი არაპროპორციულადაა გადანაწილებული, იქ მუდამ ჭაობი იქნება. არც იმას ვამბობ, რომ მე არ მეკუთვნის ეს ყველაფერი, უბრალოდ ზემოთ ჩამოთვლილ პროფესიებს სათანადოდ არ აფასებენ", - წერს მილაძე ფეისბუქზე.

[flash=425,264][/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა