თეგებით ძიება

"ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც ბოროტებაა და ასეთი სახლები აღარ უნდა არსებობდეს" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი ბავშვთა სახლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პირველად ბავშვთა სახლებზე რაც წავიკითხე და შემძრა იყო არ მახსოვს ვისი წერილი: იქ ბავშვები ჩუმად ტირიან ან არ ტირიანო.

ბევრი წლის წინ ვნახე და დავრწმუნდი: სულ პატარებში მართლა ასეა.

რატომ არ ტირიან, არ ჭირვეულობენ იცით? გრძნობენ რომ არ ყავთ უპირობო მყვარებელი, ის ვისაც ისინი საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია, ამიტომ არ გაუვათ ჭირვეულობა და ხმამაღლა ტირილი.

უფრო დიდებში, სადაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, შეხვალ და ყველა უკან მოგსდევს და დედას გეძახის და შეიძლება ადგილზე მოკვდე.

გარდატეხის ასაკამდე ამ ბავშვების დამორჩილებას არაფერი არ უნდა – მათ სხვა გზა არა აქვთ და გემორჩილებიან და შენზეა დამოკიდებული, აღმზრდელი ხარ, მნახველი თუ ვინც არ უნდა იყო, გამოიყენებ ამას თუ პირიქით – ყველაფერს გააკეთებ იმისათვის რომ ბავშვი გალაღდეს, არ იყოს მორჩილი, იტიროს, იცელქოს, დააშავოს და დარწმუნებული იყოს რომ ის ნებისმიერი ეყვარებათ სიცოცხლეზე მეტად. ამის გაკეთება ბავშვთა სახლში შეუძლებელია – ბავშვთა სახლში საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებს კარგად კვებავენ, ეთამაშებიან, ხანდახან კოცნიან და მერე საკუთარ ოჯახებში მიდიან შვილებთან ჩასახუტებლად.

ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც კი, არათუ ისეთი, სადაც ბავშვებს აწამებენ, სჯიან, მონებივით ექცევიან, ბოროტებაა და ეს ვისაც არ ესმის, ისიც ბოროტია.

ვინც ბოლომდე ვერ ხვდებით, რა დავწერე, თუნდაც შვილად აყვანის რიგში იდგეთ, სანამ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის და სხვა მონაცემების ბავშვი გამოჩნდება, უბრალოდ მიდით ერთხელ მაინც ბავშვთა სახლში, ჩახედეთ თვალებში პატარას, რომელიც ან ფიზიკური ნაკლის გამო, ან რაიმე სხვა მიზეზით სრულიად მარტო აღმოჩნდა ამ დაუნდობელ სამყაროში, ჩახედეთ თვალებში და მიხვდებით რომ მთავარი ის კი არაა, თქვენ რომ გინდათ შვილი, მთავარი ისაა რომ ბავშვს უნდა დედა და გელოდებათ..........................

ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც ბოროტებაა და ასეთი სახლები აღარ უნდა არსებობდეს...", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა