თეგებით ძიება

"ეს გიგა აბულაძის დიდი და აუცილებელი პროექტია, ეს უბრალოდ “ფულის შეგროვება” არაა" - იუნა შაფათავა

აშშ-ში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში გიგა აბულაძის შესახე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს არის გიგა აბულაძის დიდი და აუცილებელი პროექტი:
შშმ პირებისთვის ყველანაირად აღწურვილი საცხოვრებელი დიდი სახლის /სივრცის აშენება.
ძალიან ძლიერი ადამიანია და ვიცი, გამოუვა.
ჩვენ უნდა დავეხმაროთ!
მადლობა ყველას, წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის- უყურეთ ვიდეოს და გაიაზრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მის გვერდში დგომა.
ეს უბრალოდ “ფულის შეგროვება” არაა.
ეს ჩვენი საზოგადოების ძლიერი სუსტი ადამიანები არიან, რომლებიც მაგალითს გვაძლევენ, რას ნიშნავს ყოველდღიური ბრძოლა, სიცოცხლისთვის და არსებობისთვის, ოპტიმიზმის და ბრძოლისუნარიანობის მაგალითი.
ვიცი, ყველაფერი გამოვა, თუ ერთად მოვიმდომებთ", - წერს იუნა შაფათავა ფეისბუქზე.

[flash=425,264][/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა