თეგებით ძიება

"მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელიც გაგაოგნებთ" - რა ზედმეტსახელებს არქმევენ პაციენტებს ინფექციურში? (ფოტო)

სოციალურ ქსელის მომხმარებელი, ანკა ანდღულაძე ფეისბუქზე, "სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"პოსტი ეხება ინფექციურ საავადმყოფოს და თუ არ დაგეზარათ,ჩაიკითხეთ ბოლომდე.
2 დღის წინ მშობლები მყავდა ინფექციურ საავადმყოფოში,ექიმთან გვჭირდებოდა კონსულტაცია და ჩავაბარეთ ანალიზები,დავტოვე ელ.ფოსტა,სადაც პასუხები უნდა მიმეღო,ვინაიდან ჩემ გარეშე მშობლები ვერ მივიდოდნენ ასაღებად,მე კი ვმუშაობ და მოგეხსენებათ არაა მარტივი კვირაში 7 ჯერ გათავისუფლების თხოვნა.

მოკლედ ჯერ სულ ძალით ჩავაწერინე მეილი,აქ მოხვალ და აიღებო-ამას აწვებოდნენ,მერე როგორც იქნაა დამთანხმდნენ. იმ დღეს,2 საათში უნდა ყოფილიყო პასუხი,მომივიდა მართლაც და აღმოჩნდა სხვა პაციენტის,მივწერე,დავურეკე და ვერ დავაჯერე,მაგრამ კარგი ვნახავთო(მომიშორეს თავიდან). მას შემდეგ კიდევ რომ არ გამომოგზავნეს ვრეკე,ვიხვეწე ჩემი პასუხები და 3 დღის შემდეგ მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს,რომლის სახელის დანახვაც გაგაოგნებთ.

"მიგზავნიან დედაჩემის პასუხის ფაილს, რომლის სახელიც გაგაოგნებთ"  - რა ზედმეტსახელებს არქმევენ პაციენტებს ინფექციურში? (ფოტო)


სასტიკად გაღიზიანებული ვარ,თან ძალიან მეცინება. ასე თუ იხსენიებენ პაციენტებს,დარწმუნებული ვარ ამათი მკურნალობის სანდოობაშიც", - წერს ანდღულაძე ჯგყფში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა