თეგებით ძიება
24. 06. 2021 მსოფლიო

ავღანეთის საავადმყოფოზე, სადაც „კოვიდ-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინები ინახებოდა, სარაკეტო იერიში განხორციელდა

ავღანეთში კუნარის პროვინციის საავადმყოფოზე, სადაც „კოვიდ-19-ის“ საწინააღმდეგო ვაქცინები ინახებოდა, სარაკეტო იერიში განხორციელდა.

შემთხვევის შედეგად შენობას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას „თალიბანს“ აკისრებს, თუმცა, რადიკალური დაჯგუფების პრესსპიკერი თავდასხმას უარყოფს.

პარალელურად, დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ საზღვრისპირა ქალაქ შირ ხან ბანდარს, რის გამოც, ადგილზე მყოფი უსაფრთხოების ძალები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა