დღეს წვიმა და ქარია მოსალოდნელი - 23 სექტემბრის ამინდის პროგნოზი
23 სექტემბერს, ორშაბათს საქართველოში წვიმიანი ამინდი იქნება, ჰაერი +26°-მდე გათბება.
meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დღისით დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +21, +26°; მთაში დღისით +19, +24°; მაღალმთაში დღისით +14, +19°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულებჰის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +21, +26°; მთაში დღისით +18, +23°; მაღალმთაში დღისით +8, +13°, ზოგან +18°-მდე.