თეგებით ძიება

პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას – ბაია პატარაია სამეგრელოში ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია სამეგრელოში მომხდარ შემზარავ ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.



„პედოფილია უმძიმესი დანაშაულია და ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას, რაც სწორია.



სხვისი სახლის დაწვა დანაშაულია, ა. ხოლო პოლიციელი თუ მონაწილეობს ამ დანაშაულში ღიად, უყურებს დანაშაულს და არ ცდილობს მის აღკვეთას – ეს მთელი სახელმწიფოს სისტემის ჩამოშლაა.



დარწმუნებული ხართ, რომ გამოქვაბულში გინდათ დაბრუნება და ლინჩის წესით ცხოვრება? მე არ მსურს ბრბო ასამართლებდეს ვინმეს.



მე სამართლიანი სასამართლო მინდა, რომელიც პედოფილსაც განსჯის და პოლიციელის დანაშაულსაც, სამართლიანად და მიუკერძოებლად.

გავეშებული ბრბოს სამართლის აღსრულება არც არასდროს შეეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს.



სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ – ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან“, – წერს ბაია პატარაია.



შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მამა-შვილი გუშინ დააკავეს, 8 წლის გოგონას კი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.



დაკავებულები 65 და 35 წლის მამაკაცები არიან. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებულების მეზობელია.



სავარაუდო დამნაშავეების ოჯახი ფაქტს უარყოფს.



საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.



მას შემდეგ რაც მომხდარზე შსს-მ მამა შვილი დააკავა, დაკავებულებს სოფლის მოსახლეობამ სახლი დაუწვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა