"ინდურმა შტამმა" ოკუპირებულ აფხაზეთშიც შეაღწია
კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ოკუპირებულ აფხაზეთშიც დადასტურდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, "ინდური შტამი" სოხუმში გამოვლინდა.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შტამის პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, არაღიარებულ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ მოიმატა, ასევე, როგორც მედიკოსები განმარტავენ, გაზრდილია კლინიკებში მომართვიანობაც, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში.
ცნობისთვის, 25 ივნისს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 108 შემთხვევა გამოვლინდა.