თეგებით ძიება

"ლევანს 12 დღე ვეძებდით... ვაშლიჯვარში იპოვეს მისი გვამი, თუმცა იქ არ მუშაობდა" - რას ჰყვება სასტიკად მოკლული ბიჭის დედა

თბი­ლის­ში 26 წლის ახალ­გაზ­რდა სას­ტი­კად მოკ­ლეს. ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვილს 23 წლის ბიჭ­მა ჯერ ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო და გვამს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვარს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მერ­ვე სარ­თულ­ზე ბრალ­დე­ბულ­მა სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის დარ­ტყმით მოკ­ლა ერთი პირი, რის შემ­დე­გაც მან გვა­მი ლიფ­ტის შახ­ტში დაწ­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 22 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი კა­ხე­თი­დან, სო­ფელ ნუკ­რი­ა­ნი­დან იყო. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კარ­გუ­ლი იყო. AMBEBI.GE მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის დე­დას, თეო კრა­წაშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ლე­ვანს 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ:

"არა­ფე­რი ვიცი, რა მოხ­და, გა­მო­ძი­ე­ბა მი­დის... 12 იან­ვრის შემ­დეგ ვე­ძებ­დით ბავ­შვს. არც მკვლე­ლი ვიცი, არც მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი. ლე­ვა­ნი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე არ მუ­შა­ობ­და, უბ­რა­ლოდ, მისი გვა­მი იპო­ვეს იქ (ვაშ­ლი­ჯვარ­ში)".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა