თეგებით ძიება
26. 06. 2021 მსოფლიო

"მინისტრი საყვარელს სამინისტროში კოცნის" - პოლიტიკოსს ფოტო გამოუქვეყნეს, ითხოვენ მის გადაყენებას

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის და მისი მეგობარი ქალის, ჯინ კოლადანჯელოს ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს კოცნიან, ბრიტანულმა გამოცემა The Sun -მა გამოაქვეყნა.

სკანდალი ეხება არამხოლოდ მორალს, არამედ მინისტრი ხშირად მოუწოდებდა მოქალაქეებს, პანდემიის გამო სოციალური დისტანციის დაცვისკენ, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ ადგილებში. მეთ ჰენკოკმა კი რეგულაციები, რომლის დაცვისკენ სხვებს მოუწოდებდა, თავადვე დაარღვია. გავრცელებულ ფოტოში ასახული ფაქტი, მიმდინარე წელს ჯანდაცვის უწყებაში არის გადაღებული.

წყვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ ოქსფორდიდან იცნობს ერთმანეთს. გარდა ამისა, მათ ხელმძღვანელისა და დაქვემდებარებულის სტატუსი გააჩნიათ. ჯინ კოლადანჯელო 2020 წლიდან ჯანდაცვის უწყების საბჭოს წევრია, რის სანაცვლოდ წელიწადში 15 000 ფუნტს იღებს. ეს სამჯერ უფრო მცირეა ლონდონის საშუალო წლიური ხელფასისა, ამასთან ქალს წელიწადში 15-20 დღე უწევს მუშაობა.

43 წლის ჰენკოკი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება და მას 3 შვილი ყჰავს. ჯინ კოლადანჯელოც ქორწინებაში იმყოფება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხს იმედი გაცვუცრუე. გავაგრძელებ მუშაობას, რათა ცვენი ქვეყანა პანდემიის მარწუხებიდან დავიხსნა", - განაცხადა აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას ჰენკოკმა.

"ლეიბორისტული პარტია" კონსერვატორი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. მათი თქმით, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. გარდა ამისა, პარტიის წევრების განმარტებით, მინისტრმა მის მიერვე დაწესებული კოვიდრეგულაცია დაარღვია.

\"მინისტრი საყვარელს სამინისტროში კოცნის\" - პოლიტიკოსს ფოტო გამოუქვეყნეს, ითხოვენ მის გადაყენებას


bbc.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა