თეგებით ძიება
28. 06. 2021 მსოფლიო

კანადაში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

კანადაში, ქალაქ ლიტონში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა. თერმომეტრმა 46,6 გრადუსი აჩვენა. ამის შესახებ ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება.

"ეს კანადაში მაქსიმალური ტემპერატურის რეკორდია", - განაცხადეს მეტეოროლოგებმა.

სინოპტიკოსების ცნობით, წინა რეკორდი 45 გრადუსს შეადგენდა. ეს ტემპერატურა 1937 წლის 5 ივნისს, ქალაქ იელოუ გრასში დაფიქსირდა.

ექსპერტები ტემპერატურის ასეთ მკვეთრ მატებას კლიმატის ცვლილებასთან აკავშირებენ. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩაში გასვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა