თეგებით ძიება

„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“ - გიორგი გასვიანი

თბილისში მოკლული ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე გუშინ ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე ჯიქიას სახელობის სასაფლაოსთან მდებარე სარიტუალო დარბაზში გაიმართა მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც მივიდა. 

„ჩემ დას ყოველთვის უნდოდა, გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა.

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი კესარია აბრამიძეს ემოციური პოსტით ემშვიდობება და ავრცელებს საარქივო ვიდეოს გადაცემიდან „სიცრუის დეტექტორი“, რომელშიც წლების წინ, კესარია აბრამიძე იღებდა მონაწილეობას.

„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“, – წერს გიორგი გასვიანი.

ცნობისთვის, წლების წინ, კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსზე, Miss Trans Star International 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა