თეგებით ძიება
30. 06. 2021 მსოფლიო

"დელტა" შტამი 96 ქვეყანაში მძვინვარებს

COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით "დელტა" ეწოდა, სუ მცირე, 96 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ კიდევ 7 ქვეყანამ არ მიუთითა, რომელი ვარიანტის ქვესახეობა დააფიქსირა საკუთარ ტერიტორიაზე.

მსოფლიოში კორონავირუსის სხვა შტამების სტატისტიკა ასეთია: ვარიანტი B.1.1.7, რომელიც დიდი ბრიტანეთში წარმოიშვა და ჯანმო-ს კლასიფიკაციით "ალფა" ეწოდება, 172 ქვეყანაში და ტერიტორიაზე გავრცელდა, ვარიანტი "ბეტა" (B.1.351) სამხრეთ აფრიკიდან - 120 ქვეყანაში და ტერიტორიაზე, ვარიანტი "გამა" (P.1) ბრაზილიიდან - 72 ქვეყანაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასული კვირის განმავლობაში (21-27 ივნისი) მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 2,600,313 შეადგინა და წინა კვირის პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებს შეესაბამება. გარდაცვლილთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10% -ით შემცირდა და 57 603-ს მიაღწია. ეს 2020 წლის ნოემბრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი ყოველკვირეული სიკვდილიანობა არის.

ამ კვირაში, აფრიკის რეგიონში ავადობის (33%) და სიკვდილიანობის (42%) მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. ყოველკვირეული შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და ევროპის რეგიონებში. ყველა რეგიონში, აფრიკის რეგიონის გარდა, ბოლო კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა.

გასული კვირის განმავლობაში დაავადების უმეტესობა დაფიქსირდა ბრაზილიაში (521,298; 3% –იანი ზრდა წინა ყოველკვირეულ პერიოდთან შედარებით), ინდოეთში (351,218; 12% –იანი ზრდა), კოლუმბიაში (204,132; ზრდა 5%), რუსეთსა (134 465; ზრდა 24%) და არგენტინში (131 824 ახალი შემთხვევა; შემცირება 11%).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა