თეგებით ძიება
01. 07. 2021 მსოფლიო

ბაბუამ ბაღიდან შვილიშვილის ნაცვლად, შეცდომით სხვა ბავშვი წაიყვანა - გამოძიება მიმდინარეობს

ბაბუა შვილიშვილის გამოსაყვანად, შეცდომით სხვა საბავშვო ბაღში მივიდა და მასწავლებელმა სხვისი ბავშვი გააყოლა მას. შემთხვევა იტალიაში მოხდა.

გაუგებრობა თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა. ბაბუამ, როდესაც სხვისი ბავშვი მიიყვანა სახლში, ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ეს არ იყო მათი შვილი, ხოლო, როცა შეცდომით გაყვანილი ბავშვის დედა ბაღში მივიდა და ბავშვი არ დახვდა, პოლიციაში დარეკა. ნამდვილი შვილიშვილი კი ბაღში იცდიდა, რომ მის წასაყვანად ვინმე მისულიყო.

ფაქტზე, დისციპლინარული გადაცდომის გამო, პოლიციამ საქმის წარმოება დაიწყო.


exclusivetv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა