თეგებით ძიება
03. 07. 2021 მსოფლიო

აშშ-მა ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთს გადასცა

აშშ-მა ავღანეთის უდიდესი ავიაბაზა ბაგრამი დატოვა და ის ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცა.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელი, ჯონ კირბი აცხადებს, ბაგრამის ავიაბაზის დატოვება იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვით აშშ ავღანეთში თავის სამხედრო ძალებს ამცირებს.

"შეიცვალა სამეთაურო სტრუქტურა და ბაგრამის საჰაერო ბაზის ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ამ ქვეყნიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გასვლის პროცესში", - აცხადებს კირბი.

ბაგრამის ავიაბაზა ქაბულიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. მას აშშ 2001 წლიდან იყენებდა. ბაგრამი ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარი ბაზა იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა