თეგებით ძიება
04. 07. 2021 მსოფლიო

აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

"დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
ხუთი წლის შემდეგ, 2026 წლის 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი იქნება.
დღეს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამერიკა250 ფონდიდან, ვიწვევთ ამერიკელებსა და ჩვენს მეგობრებს საზღვრებს გარეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა