თეგებით ძიება

საგანგებო შეხვედრა პარლამენტში

CNews-ს კონფიდენციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ამერიკის საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, მმართველი გუნდის, ლიდერშიპის წევრებმა „მესიჯი“ მიიღეს, რომ სასწრაფოდ უნდა შეკრებილიყვნენ.

„განსაკუთრებული მღელვარება აშშ-ის საელჩოს განცხადებამ გამოწვია. მართალია, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ასეთ რეაქციას ელოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი მწვავე განცხადება, პრინციპში, არასოდეს გაკეთებულა.

სიტუაცია იმანაც დაძაბა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში დაუგეგმავად ჩამოვიდა. ერთი სიტყვით, „ოცნებაში“ პანიკაა“, -წერია წყაროში.

CNews-ისთვის კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით, ცნობილი ხდება იმ პირთა ჩამონათვალი ვინც საგანგებო შეკრებას ესწრებოდა,
ესენი გახლავთ: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი ზარქუა, ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე სხვა ფიგურა.
ასევე ცნობილი ხდება ის ფაქტი, რომ შარლ მიშელმა პასუხი მოსთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც 19 აპრილის შეთანხმების გარანტორს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა