თეგებით ძიება
03. 08. 2021 მსოფლიო

ათასობით ღორს დაკლავენ აფრიკული ღორის ცხელების დაფიქსირების გამო დომინიკელთა რესპუბლიკაში

დომინიკელთა რესპუბლიკაში ათასობით ღორს დაკლავენ მას შემდეგ, რაც ქვეყნის 11 პროვინციაში აფრიკული ღორის ცხელების გავრცელება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ფერმერებს თითოეული დაკლული ღორისთვის საბაზრო ფასს გადაუხდის.

ქვეყნის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამ პროვინციაში ცხოველთა მასობრივი სიკვდილიანობა დაფიქსირდა.

ხელისუფლების განცხადებით, დაავადების შეჩერების ერთადერთი გზა, რომელიც სასიკვდილოა და რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, ღორების მთლიანი პოპულაციის განადგურებაა იმ ფერმებში, სადაც აფრიკული ღორის ცხელება გამოვლინდა. შესაბამისი უწყებები ეპიდემიის წარმოშობას იძიებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა