თეგებით ძიება
23. 09. 2024 მსოფლიო

ლიბანში ისრაელის იერიშს 100 ადამიანი ემსხვერპლა, 400 კი დაშავდა - ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო

ლიბანში ისრაელის დღევანდელი იერიშის შედეგად სულ მცირე 100 ადამიანია დაღუპული, 400 კი დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამას წინ უძღოდა სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები, რომლითაც ადგილობრივებს აფრთხილებდნენ, მორიდებოდნენ შენობებს, რომელსაც „ჰეზბოლა“ იარაღის შესანახად იყენებს.

ლიბანური მხარის განცხადებით, ისრაელმა 80 000-ზე მსგავსი სატელეფონო გაფრთხილება გააკეთა, რასაც ლიბანელმა მინისტრმა „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა.

ხოლო ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა:

„დარტყმები იქამდე გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს - ჩრდილოეთის მცხოვრებლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში“, - ამბობს იოავ გალანტი. 

როგორც BBC წერს, საზღვრისპირა თავდასხმები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც „ჰეზბოლას“ წევრების პეიჯერებსა და პორტატულ რაციებში მოთავსევსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ერთდროულად ამოქმედდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შედეგად ჯამში 45 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა