თურქეთში სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაიღუპა 2 პილოტი
თურქეთში სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 2 პილოტი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ორშაბათს, 23 სექტემბერს, კერძო სკოლის ორადგილიანი სასწავლო თვითმფრინავი ჩამოვარდა
შემთხვევის ადგილზე, სასწრაფო, სახანძრო და სამძებრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებოდნენ, თუმცა პილოტების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ავიაკატასტროფის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.