თეგებით ძიება
04. 08. 2021 მსოფლიო

საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები ათენის ჩრდილოეთით, რადგან ტყის ხანძარმა საცხოვრებელ ადგილებს მიაღწია.

მედიის ცნობით, ცეცხლმა ათენის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი შექმნა.

”ეს არის ძლიერი ხანძარი და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მის კონტროლს”,- განუცხადა ათენის უფროსმა გუბერნატორმა სახელმწიფო ტელევიზიას ERT-ს .

ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს საბერძნეთის სხვა ნაწილებში, რის გამოც ევაკუაცია განხორციელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა