თეგებით ძიება
04. 08. 2021 მსოფლიო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება(ვიდეო)

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა. მას ხელში ხელყუმბარა უჭირავს. იგი აცხადებს, რომ შენობიდან ცოცხალი არ გავა. ამასთანავე უკრაინის მთავრობის შენობიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული პირი ვეტერანია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა