თეგებით ძიება
04. 08. 2021 მსოფლიო

ბანგლადეშში, ქორწილში ელვამ 16 ადამიანი მოკლა

ბანგლადეშში ქორწილის დროს მეხის დაცემას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Daily Bangladesh ავრცელებს.

ინციდენტი ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში, შიბგანჯის ოლქში მოხდა, როდესაც სტუმრები მდინარე პადმაზე ნავით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის ცნობით, მეხის დაცემის შედეგად, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა