თეგებით ძიება
05. 08. 2021 მსოფლიო

კუნძულს, რომელზეც ხანძარი მძვინვარებს, სამი ბერი არ ტოვებს - საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, ხანძრის შედეგად 150 სახლი დაიწვა. ქვეყანაში ამ დროისთვის ცეცხლის 100-ზე მეტი კერა ფიქსირდება.

ევიადან ათობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა ნავების საშუალებით, სამმა ბერმა კი მონასტრის დატოვებაზე უარი განაცხადა. საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ბერებს ადგილის დატოვებას აიძულებენ.

კუნძულზე ხანძრის ჩაქრობაში 100 მეხანძრე და 7 ვერტმფრენი მონაწილეობს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა