თეგებით ძიება
06. 08. 2021 მსოფლიო

"ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვი მანქანიდან გადააგდო"- თურქეთში გაჩენილ ხანძრის ფაქტზე 6 პირი დააკავეს

თურქეთის სამხრეთ დასავლეთ მუღლას პროვინციის ორ რაიონში ტყის ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა. ინფორმაციას Hurriyet ავრცელებს

გამოძიების ცნობით, 2 აგვისტოს 4-მა ადამიანმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებით მილასის რეგიონში ხანძარი გააჩინეს, შემდეგ კი მიმალვა სცადეს. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იზმირთან დააკავეს. დანარჩენები - შემოგარენში, სადაც ადგილობრივებმა მათი ცემა სცადეს.

კიდევ 3 ადამიანი 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბოდრუმში ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ.

"ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვი მანქანიდან გადააგდო", - განაცხადეს თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა