თეგებით ძიება
07. 08. 2021 მსოფლიო

მამაკაცი, რომელმაც სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დაჭრა, აცხადებს, რომ ბედნიერი ქალების მოკვლა სურდა

მამაკაცმა ტოკიოს სამგზავრო მატარებელში 10 ადამიანი დანით დაჭრა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმაში ეჭვმიტანილმა, რომელიც პოლიციამ შემთხვევიდან მცირე ხანში დააკავა, განაცხადა, რომ გააღიზიანა ქალების დანახვამ, რომლებიც ბედნიერები ჩანდნენ და მათი მოკვლის სურვილი გაუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი, სტუდენტი გოგონა მძიმედაა, დანარჩენებს კი - მსუბუქი ჭრილობები აქვთ მიყენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა