თეგებით ძიება

"ანტივაქსერებიც მასონები არიან - ფარული! ჩუმად იცრებიან" - კონსტანტინე მათითაშვილი

პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე (კოტე) მათითაშვილი კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"საქმე სხვაგვარადაა ... გაჟონა ინფორმაციამ.. მასონებმა ვირუსი გაავრცელეს და ახლა ვინც აიცრება მხოლოდ ის გადარჩება. დანარჩენები მაგათ არ ადარდებთ. იცრებიან და არიან.. ხოდა დროა მაგათ გავასწროთ და ვინც მასონები არ ვართ ავიცრათ .. მაგათ ეგონათ ვერ გავიგებდით და არ ავიცრებოდით, ნურას უკაცრავად... ვაქცინა სიკვდილისგან გვიცავს და ალბათ მაგიტომ არიგებენ ცოტას რო თვითონ გადარჩნენ და სხვას არ ეყოს ... ხოდა სანამ არის მივაწვეთ და ნახონ მერე, მასონებმა ანტივაქსერებიც მასონები არიან - ფარული! ჩუმად იცრებიან - ეგეც გავიგეთ, ვითომ არ გვინდაო , დამპლები ( მსოფლიოში საჭმელი თავდება და ამდენი ხალხი ზედმეტიაო .. ესეც გავიგეთ, მასონებო, ავიცრებით ყველა თქვენს ჯინაზე ), ჭორებს ყრიან ... ულტრათხელი ჩიპიაო, ვის ატყუებდით, ვაქცინაში ჩიპს სულელი თუ დაიჯერებდა, ხოდა მაგათ უნდოდათ სულელები მოესპოთ და ვერა ბატონო, ვერ ეღირსებიან , ჩვენთან სულელი არავინაა, ავიცრებით და მერე ?


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა