თეგებით ძიება

თუ ვინმეს უნდა ჩვენთან შემოერთება, შეუძლია დაგველაპარაკოს, მაგრამ ჩვენ არავის არ შევუერთდებით - ნიკა გვარამია

ჩვენ არავის არ შევუერთდებით. საკითხი უკვე დახურულია, ფორმირებულია ყველა ოპოზიციური ცენტრი, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„ჩვენ საკითხი უკვე დახურული გვაქვს. შემოერთებები ჩვენთან იქნება, ოღონდ ცალკეული ადამიანების. ვვარაუდობ, რომ ეს იქნება მომდევნო დღეებში. თუმცა, პარტიულ გაერთიანებებს ჩვენ არ ვიხილავთ. ჩვენ ვართ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ცვლილებისთვის, თუ ვინმეს უნდა შემოერთება შეუძლია, დაგველაპარაკოს ამ თემაზე, მაგრამ ჩვენ არავის არ შევუერთდებით. საკითხი უკვე დახურულია, ფორმირებულია ყველა ოპოზიციური ცენტრი. არ მგონია, ახლა იყოს იმის დრო და საჭიროება, რომ რაღაც ტიპის გარჩევები იყოს, რაც ამ დღეებში ვიხილეთ“, – აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე კვირას გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ უბრუნდება პარტია „ახალის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ინიციატივას. „ჩემი ინიციატივა თავიდანვე იყო, რომ ყველანი გავერთიანებულიყავით. ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას „ახლების“ მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ. რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა